უცხოეთი
თურქეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო კომპლექს C-400- ის კიდევ ერთი პაკეტი შეიძინოს

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ გამორიცხავს რუსეთისგან კიდევ ერთხელ შეიძინოს საზენიტო სარაკეტო კომპლექსი C-400.

„რუსეთში C-400-ის მეორე პაკეტის შესყიდვასთან დაკავშირებით, ჩვენ არავითარი ეჭვი არ გვაქვს. რუსეთთან ერთად, ჩვენ ვდგამთ ბევრ ნაბიჯს, იქნება ეს C-400 თუ სხვა თემა თავდაცვით წარმოებაში. ხანძრების ქრობისას ჩვენ რუსეთის თვითმფრინავები გამოვიყენეთ. ბოლო სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტთან ჩვენ ეს თემა განვიხილეთ. როდესაც რუსეთში გავემგზავრები, ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ განვიხილავთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

რუსეთმა და თურქეთმა C-400-თან დაკავშირებით კონტრაქტი 2017 წელს გააფორმეს.

palitranews.ge