სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩოლთოს ხეობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

SHSSსაქინფორმი განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, 18 მაისს, დაახლოებით, დილის 08:00 საათზე, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალვანში მცხოვრები ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი (რომელთა ასაკია 17, 21, 22, 26 და 27 წელი) ჯონჯოლის შეგროვების მიზნით იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს მდებარე ჩოლთოს ხეობაში, რა დროსაც მათ დაკავებას შეეცადნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. ახალგაზრდებმა სცადეს გაქცევა. მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა. სროლის შედეგად დაიჭრა ორი მოქალაქე, რომლებსაც ამ წუთებში უტარდებათ გადაუდებელი ოპერაცია. მათ შორის, მძიმედ არის დაჭრილი ადგილობრივი სკოლის მოსწავლე, 17 წლის ახალგაზრდა“.