სამართალი
ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის ფაქტზე სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. განმუხურში ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის ფაქტზე სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ მომენტისთვის საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ცნობისთვის, განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. ის 2009 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ასევე ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ბრალდებით დააკავეს, სასჯელის მოხდის შემდეგ, 2012 წელს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.