სამართალი
განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ან მომხდართან დაკავშირებით დააკავეს თუ არა ვინმე, ეს უცნობია.

ცნობისთვის, ვლადიმერ ვახანია, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ასევე ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ბრალდებით 2009 წელს დააკავეს, სასჯელის მოხდის შემდეგ, 2012 წელს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.