უცხოეთი
„სერიოზული მარცხი“ – თალიბებმა პანჯშირზე ახალი შეტევა მიიტანეს

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში პანჯშირის პროვინციაზე, სადაც ავღანეთის წინააღმდეგობის ფრონტია გამაგრებული, განუცხადა RBC-ს ფრონტის წარმომადგენელმა ფაჰიმ დაშტიმ.

მისი თქმით, შეტევისას, რომელიც 1 სექტემბრის ღამით განხორციელდა, თალიბებმა ათობით მებრძოლი დაკარგეს.

„მათ სერიოზული მარცხი განიცადეს — 115 თალიბი მოკლულია, 200-მდე კი დაჭრილი. აყვანილია 35 ტყვე“, — განაცხადა მან.

დაშტის თქმით, წინააღმდეგობის ფრონტმა გაანადგურა „თალიბანის“ შეიარაღებაც, მათ შორის მძიმე ტექნიკა, და ისინი იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ.

მანამდე, როგორც დაშტიმ „ინდია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თალიბებმა სამჯერ მიიტანეს ფართომასშტაბიანი შეტევა პანჯშირზე და სამჯერვე უშედეგოდ.

sputnik-georgia.com