უცხოეთი
ეთიოპიის შეირაღებული ძალების ცნობით, მათ ტიგრაის რეგიონში 5 600-ზე მეტი აჯანყებული მოკლეს

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ეთიოპიის შეირაღებული ძალების ცნობით, მათ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ტიგრაის რეგიონში 5 600-ზე მეტი აჯანყებული მოკლეს. მათივე ინფორმაციით, 2 000-ზე მეტი აჯანყებული დაკავებულია.

ეთიოპიის შეირაღებული ძალების მიერ გავრცელებულ ცნობებს ჯერჯერობით ტიგრაის სახალხო განმათავსუფლებელი ფრონტის (TPLF) პასუხი არ მოჰყოლია. ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში სამხედრო დაპირისპირება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო. ტიგრაის სახალხო განმათავსუფლებელ ფრონტს ეთიოპიიდან გამყოფა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სურს.

საომარ მოქმედებებს ეთიოპიაში ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით პირმა კი საცხოვრებელი დაკარგა და იძულებული გახდა მეზობელ ქვეყნებში გაქცეულიყო.

interpressnews.ge