უცხოეთი
„თალიბანმა“ ავღანეთში შეუთანხმებელი საპროტესტო აქციების გამართვა და ლოზუნგების გამოყენება აკრძალა

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. “თალიბანმა” საპროტესტო აქციებზე კონტროლი გააძლიერა და აკრძალა ნებისმიერი დემონსტრაციის ჩატარება ან სლოგანის გამოყენება წინასწარი ოფიციალური თანხმობის გარეშე.

The Guardian-ის ინფორმაციით, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველ განკარგულებაში „თალიბანი“ ოპონენტებს აფრთხილებს, რომ ნებისმიერი საპროტესტო აქციის გამართვამდე ოფიციალური თანხმობა უნდა მოიპოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამას „მკაცრი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება.“

განკარგულების თანახმად, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, აქციის გამართვამდე არაუგვიანეს 24 საათისა, იუსტიციის სამინისტროს უნდა შეატყობინონ საპროტესტო აქციის მიზეზის, მისი ადგილისა და დროის, ასევე ლოზუნგების შესახებ, რომელთა გამოყენებასაც აპირებენ.

interpressnews.ge