საზოგადოება
პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა 7-დან 9 სექტემბრამდე სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა, სადაც ის პარლამენტის სპიკერების მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო და შეხვედრები გამართა.

პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის დედაქალაქში უკვე შეხვდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მარგარეტ სედერფელტს, სადაც საქართველოს 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე ისაუბრეს.

ასევე, კახა კუჭავა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად ასევე შეხვდა ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტს, იური რატასს.

პარლამენტის სპიკერმა შეხვედრები გამართა სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტთან, ალენ სიმონიანთან და კამერუნის სენატის პრეზიდენტთან, მარსელ ნიატ ნჯიფენჯისთანაც.