უცხოეთი
ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა „თალიბანთან“ დიალოგისა

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ჟოზეფ ბორელი – ევროკავშირს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა „თალიბანთან“ დიალოგისა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ავღანეთში კრიზისი ჯერ არ დასრულებულა და არსებულ ვითარებაზე გავლენის მოხდენისთვის ევროკავშირს „თალიბანთან“ საუბრის გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს.

ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ბლოკი მზად უნდა იყოს რომ ავღანეთიდან ლტოლვილები ევროკავშირის ტერიტორიისკენ დაიძვრებიან თუ „თალიბანი“ ადგილობრივებს ქვეყნის დატოვების საშუალებას მისცემს.

მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, „თალიბანთან“ ჰუმანიტარული დიპლომატიური კავშირების აღსადგენად პირობები დააწესეს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

1tv.ge