აქტუალური
მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ იუსტიციის სამინისტროს ბრძანება უკრაინის სასამართლომ ძალაში დატოვა

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირების შესახებ იუსტიციის სამინისტროს ბრძანება უკრაინის სასამართლომ ძალაში დატოვა.

როგორც მეგის ქარდავას ადვოკატმა მაქსიმ სიჩენკომ განაცხადა, ქარდავას საქართველოში ექსტრადირება ორი კვირის განმავლობაში მოხდება.

ჩვენ გავასაჩივრეთ ბრძანება ექსტრადირების შესახებ, მაგრამ უარი გვითხრეს. ახლა მისი საქართველოში ექტრადიცია მოხდება, რასაც უახლოეს 2 კვირაში ველოდებით, კონკრეტული თარიღი არ გვაქვს“, - განაცხადა სიჩენკომ.

ცნობისთვის, მეგის ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.