რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ნაცების COMING OUT-ი

     მიუხედავად გამყრელიძის მრავალგზის გაფრთხილებისა - დიდ ქელეხებზე არ შეიკრიბოთო! - პოლიტიკურმა პარტიამ #5 ნიღბებისა და დისტანციის გარეშე დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე საკუთარი ქელეხი მოაწყო. მერე ნურავის უკვირს, თუ რატომ არის საქართველოში 5 ათასი დაავადებული, დღეში 50 გარდაცვლილი და 5 ათასი აცრილი! და როცა პანდემიასთან გამკლავებაში ისრაელის მაგალითი მოგაქვთ ხოლმე, ბარემ ისიც თქვით, რომ ისრაელის მუნიციპალიტეტის სანქციის გარეშე ნებისმიერი აქციის ჩატარება აკრძალულია და კანონით სასტიკად ისჯება - მის ჩამტარებლებს დარბევა და დაპატიმრება ემუქრება!    

   ლავრენტი ბერიას სახელობის მოედანზე პოლიტიკურად აწ გარდაცვლილი სააკაშვილის სადღეგრძელოებით წარდგნენ პოლიტიკური „ტრუპები“ - ორი დიდი მელია და იზოლაციიდან გაქცეული მარტორქა იგულავა, ტკბილი წყვილი ნაყოფია და გვარამია, ჯგირი ქურთული წურწუმია და ჩალოიანის ტყუპისცალი (მა)ხატია.

ანუ, გუშინ თბილისში ნაცების COMING OUT-ი შედგა - „ჩონჩხები კარადებიდან გამოვიდნენ“ (coming out of the closet) და მთელი საქართველოს წინაშე თავისი პოლიტიკურად და ფიზიკურად გაუკუღმართებული ორიენტაცია აღიარეს!