აქტუალური
საქსტატი ახალ შენობაში გადავიდა

saqstatiiiსაქსტატის ინფორმაციით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალ შენობაში გადავიდა. საქსტატის ძირითადი ოფისი დაბა წყნეთში (დ. გურამიშვილის ქ. N 39) მდებარეობს. ამასთან, საქსტატის რამდენიმე სამმართველო (თბილისის სტატისტიკური სამმართველო და ბიზნესსტატისტიკის სამმართველო) განთავსებულია ქ.თბილისში. იმ მომხმარებელთა საყურადღებოდ, რომლებიც საქსტატს სტატისტიკურ ანგარიშებს ბეჭდური სახით უგზავნიან, ან საჭიროებენ სტატისტიკურ ინფორმაციასა და სხვადასხვა სახის კონსულტაციას, შეუძლიათ მიმართონ თბილისის ოფისს. ოფისის ტელეფონის ნომრები, ფაქსი და ელექტრონული ფოსტის მისამართები უცვლელი დარჩა.