პოლიტიკა
პრემიერი აფხაზური ენის გადარჩენის მნიშვნელობაზე საუბრობს

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და მიმდინარე რუსიფიკაციის უკანონო პოლიტიკის პირობებში“ ქვეყნის მთავრობა „მნიშვნელოვან ნაბიჯებს“ დგამს აფხაზური ენის „გადარჩენის, დაცვისა და პოპულარიზაციისთვის“.

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში პრემიერმა აფხაზური კულტურული იდენტობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ენის განვითარებისთვის, თბილისისა და სოხუმის „ერთიანი“ ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი გამთლიანებულ ევროპულ სახელმწიფოში“.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს აფხაზური ენის შენარჩუნებისა და განვითარების განსაკუთრებული ვალდებულება აქვს“, რადგანაც ის კონსტიტუციით არის დაცული. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზური“.

აფხაზური ენა, კულტურა და ტრადიციები ჩვენი საერთო, მრავალფეროვანი კულტურის შემადგენელი ნაწილი და სიმდიდრეა“, – განაცხადა მანვე.