პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა - ქართველ ემიგრანტებს: თუ ჩამოხვალთ, გპირდებით, აქედან გამარჯვებულები წახვალთ

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. მივმართავ ქართველ ემიგრანტებს – გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. თუ ჩამოხვალთ, გპირდებით, აქედან გამარჯვებულები წახვალთ, – ამის შესახებ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს გააცნო.

მისივე თქმით, ემიგრანტები მხარდასაჭერად საქართველოში თუ ჩამოვლენ, მათ დიდ გამარჯვებას ჰპირდება.

„მივმართავ ქართველ ემიგრანტებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა. ვინც იბრძვის რუსთაველზე და დგას ჩემს ციხესთან. ვინც აქციებს აწყობს მთელ მსოფლიოში. ახლა მინდა, გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა. მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება. თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება. თუ ჩამოხვალთ, გპირდებით, აქედან გამარჯვებულები წახვალთ“, – ნათქვამია წერილში.