პოლიტიკა
მთავრობა ონლაინ კაზინოებსა და ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოებსა და ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს.

22 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, პრემიერმა თქვა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა, ასევე რეკლამის აკრძალვასა და მომხმარებელთა ასაკობრივი ბარიერის 18-დან 25 წლამდე აწევას განიხილავს. მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ-კაზინოები“, – დასძინა მანვე.

სათამაშო ბიზნესის და ონლაინ კაზინოების საკითხი თითოეულ მოქალაქეს ძალიან აწუხებს“, – თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ „1.5 მლრდ ლარი ონლაინ-კაზინოების მეშვეობით გაედინება ქვეყნიდან“, რამდენადაც დაწესებულებებს მფლობელები ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მისივე თქმით, ონლაინ კაზინოების მომხმარებლების დიდი ნაწილი – 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, რომლებიც არ მუშაობენ“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინ-კაზინოში და აგებენ ფულს“.

პრემიერს ინიციატივაზე დეტალურად არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ შესაბამის კანონპროექტს ფინანასთან მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარმოადგენს.

ასევე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ნარკომანიის მიმართულებით კანონმდებლობა „საკმაოდ ლიბერალური გახდა“. ჩვენი ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ დაკავდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებულები მავნე ნივთიერებების მოხმარებით“, – განაცხადა მანვე.

აღნიშნული ვითარებიდან გამოსავლის ერთ-ერთ გზად პრემიერ მინისტრმა ფსიქოტროპული ნივთიერებების გაყიდვაზე არსებული წესების გამკაცრება დაასახელა. კონკრეტული დეტალების მითითების გარეშე, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხს ის პირადად გააკონტროლებს“.