უცხოეთი
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - საქართველოსა და უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერა ძალიან საჭიროა

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერა ძალიან საჭიროა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სასიამოვნოა ჩვენი ახლო პარტნიორების, უკრაინისა და საქართველოს ხილვა ნატო-ს საგარეო მინისტერიალის სხდომაზე. ორივე პარტნიორის პრაქტიკული მხარდაჭერა ძალიან საჭიროა. ჩვენ ასევე უნდა შევასრულოთ ბუქარესტის სამიტის ვალდებულებები. ღია კარი ღია უნდა იყოს საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

1tv.ge