პოლიტიკა
ენტონი ბლინკენი: ნატოს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის. მას მხედველობაში ჰქონდა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება, რომ ორი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი.

თუ ისინი კვლავაც ისწრაფვიან წევრობისკენ და დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს“, პროცესი წინ წავა, უთხრა მან NBC News-ს 12 დეკემბერს. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, მოსკოვმა ალიანსს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა.

აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ძალების კონცენტრაციის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და კრემლის პრეტენზიებზე საუბრისას, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ყველაფერი, რისი აღეკვათაც, როგორც პრეზიდენტი პუტინი ამბობს, მას უნდა, რეალურად, მათი პროვოცირება საკუთარი ქმედებებით მოახდინა“.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში დაუყონებლივ გაწევრიანების მიმართ დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა არსებობდა, რაც შეიცვალა“ მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმი დაიპყრო. ნატომ უკეთ უნდა დაიცვას თავი და რუსეთთან ახლოს ჰყავდეს ძალები, რომლებიც უკეთ არიან მომზადებულნი“.

უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების კონცენტრაციისა და რუსეთის სამხედრო აგრესიის შიშების შესახებ საუბრისას, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დეესკალაცია და დიპლომატია ბევრად უკეთესი გზაა წინსვლისთვის“.

განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც მოსკოვი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის შემდგომი გაფართოების აღსაკვეთად „გრძელვადიანი გარანტიებს“ სთხოვს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ალიანსის პოზიცია, რომ ის ვერ დაუშვებს, რომ რუსეთმა აკონტროლოს და გადაწყვიტოს რას გააკეთებენ მოკავშირეები და რომ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, რომ თავად აირჩიოს საკუთარი გზა“.