აქტუალური
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი საქართველოში მას შემდეგ შეიჭრა, რაც 2008 წელს მისი ნატო-ში გაწევრიანების გზა დაბლოკეს

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. სტრატეგია: არ მოხდეს რუსეთის პროვოცირება, არ მუშაობს და არ იმუშავებს. რუსეთი საქართველოში მას შემდეგ შეიჭრა, რაც 2008 წელს ბერლინმა და პარიზმა ქვეყანის ნატო-ში გაწევრიანების გზა დაბლოკეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა დასავლეთი რუსული ძალების უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ გააფრთხილა, გერმანიამ ნატო-ს საშუალებით უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაბლოკა.

ისინი ჯერ კიდევ აშენებენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენს და ამავე დროს ბლოკავენ ჩვენს თავდაცვით იარაღს. ეს ძალიან უსამართლოა“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, უკრაინა შეეცდება იარაღის შეძენას მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-სთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ლიეტუვასთან და საფრანგეთთან ორმხრივი გარიგებების გზით.