აქტუალური
განსაკუთრებული პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება - გიორგი გახარია

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში. განსაკუთრებული პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. საპარლამენტო მუშაობა და საკრებულოები დღეს არის პრიორიტეტი - მე ამაზე ვმუშაობ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში და თბილისში. ბევრი სამუშაო გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სრულიად ახალი პარტია გვაქვს, ბევრია საქმე და სამუშაო, ამიტომ გვიწევს რეგიონებში ხალხთან მუშაობა, თან განსაკუთრებული პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა და საკრებულოების დღეს არის პრიორიტეტი, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ, მათი ყოველდღიური პრობლემები აი ამ საკანონმდებლო ორგანოებით, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.