უცხოეთი
თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება.

“პირველი შეხვედრა გაიმართება მოსკოვში. ჩვენ ორმხრივად დავნიშნეთ სპეციალური წარმომადგენლები, რომ პირდაპირ ისაუბრონ", - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

მისი თქმით, საჭიროა ურთიერთობების ნორმალიზების გზამკვლევის შექმნა და დასძინა, რომ ეს იქნება პირველი შეხვედრის დღის წესრიგში.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი სომხურმა მხარემაც გააკეთა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ვაჰან უნანიანის განცხადებით, სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის თარიღი ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული.

„განიხილება მოსკოვში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა“, – აღნიშნა უნანიანმა.

შეგახსენებთ, 15 დეკემბერს თურქეთმა ქვეყნის ყოფილი ელჩი აშშ-ში, სერდარ ქილიჩი სომხეთ-თურქეთთან დიალოგში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, სამი დღის შემდეგ ერევანმა საკუთარ წარმომადგენლად პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუბენ რუბინიანი დანიშნა.

interpressnews.ge