უცხოეთი
მედია - აშშ და რუსეთი მოლაპარაკებებს 10 იანვარს გამართავენ

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. შეერთებული შტატები და რუსეთი ბირთვული იარაღის კონტროლისა და უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის შესახებ დიალოგის გამართვას 10 იანვარს გეგმავენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

„აშშ მოუთმენლად ელის რუსეთთან დიალოგს. როდესაც სალაპარაკოდ დავსხდებით, რუსეთს შეუძლია საკუთარი შეშფოთება მოლაპარაკებების მაგიდასთან წარადგინოს და ჩვენც დავაყენებთ იმ საკითხებს, რაც რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით გვაშფოთებს“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

10 იანვარს ორმხრივი შეხვედრა „სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის ინიციატივის“ პროცესის ფარგლებში გაიმართება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმერ პუტინმა გასული წლის ივნისში ჟენევის სამიტზე წამოიწყეს.

ამასთან, 12 იანვარს რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომა იგეგმება, 13 იანვარს კი, სავარაუდოდ, მოსკოვსა და ეუთოს მუდმივ საბჭოს შორის შეხვედრა გაიმართება.

როგორც ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის, ასევე მოსკოვისა და ეუთოს მუდმივ საბჭოს შორის დიალოგის ძირითადი თემა უკრაინის საკითხი იქნება.

interpressnews.ge