აქტუალური
მიხეილ სააკაშვილი: ჩემზე არ ინერვიულოთ, ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება

 საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ჩემზე არ ინერვიულოთ, ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება, ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება, – ამის შესახებ აღნიშნულია ფეისბუქპოსტში, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გავრცელდა.

რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება. ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება. ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება.

მე რაც შემეხება, სულ მალე მოვიშუშებ გორის „რეაბილიტაციისას“ მიღებულ ტრავმებს და კიდევ უფრო დიდი ენერგიით ჩავდგები მწყობრში, თუმცა ახლაც ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ვარ“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტში.