საზოგადოება
სერგეი რიაბკოვი: მოსკოვი წუხს, რომ აშშ აგრძელებს რუსეთისგან ცალმხრივი დათმობების მოთხოვნას

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. მოსკოვი წუხს, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს რუსეთისგან ცალმხრივი დათმობების მოთხოვნას და კონსტრუქციულობის ნაცვლად სპეკულაციას ამჯობინებს - ეს არ შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პროდუქტიული დისკუსიის საფუძველი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე აუცილებლად ყურადღება გამახვილდება ნატოს უარზე აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით და შეიარაღებული ძალების რუსეთის საზღვართან განლაგებაზე.

ცნობისთვის, 10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. 12 იანვარს კი რუსეთ-ნატოს საბჭო სხდომა გაიმართება.