საზოგადოება
გარდაიცვალა რეზო ამაშუკელი

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. საქინფორმი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2022 წლის 10 იანვარს, 85 წლის ასაკში, გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი პოეტი, გალაკტიონ ტაბიძის, ვაჟა ფშაველას, შოთა რუსთაველის, დავით აღმაშენებლის და ალბერტ შვაიცერის პრემიის ლაურეატი, საფრანგეთის შევალიეს რაინდთა ორდენისა და საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე რეზო ამაშუკელი.

საქინფორმი ღრმა თანაგრძნობას უცხადებს მის მეუღლე გულიკოს, ქალიშვილ ბაიას და ბატონი რეზოს მთელ დიდ ოჯახს.

პანაშვიდი: 11 და 12 იანვარი, დაკრძალვა - 13 იანვარი, სამების საკათედრო ტაძრიდან.