პოლიტიკა
ლავროვი საქართველოს რუსეთის მიერ კავკასიაში მხარდაჭერილ „3+3“-ის ფორმატში ჩართვისკენ მოუწოდებს

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის მხარდაჭერილ „ამიერკავკასიის 3+3+-ის თანამშრომლობის ფორმატს, რომელიც რუსეთის, ირანის, თურქეთის და სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის მონაწილეობას გულისხმობს უნდა გააერთიანოს.

„მისი განხილვის პირველი დღეებიდანვე და მოსკოვში გამართული შეხვედრის მზადების დროს მე მხარს ვუჭერდი იმას, რომ ჩვენი ქართველი მეზობლები ასევე ყოფილიყვნენ ჩართული ამ პროცესში იქიდან გამომდინარე, რომ რაც უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს ურთიერთობისთვის, ალბათ, მით უფრო უკეთ შეიძლება დარჩენილი პრობლემების მოგვარება“, - განაცხადა 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა გაიხსენა, რომ ამჟამად რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები ერთმანეთ ეკონტაქტებიან “ამიერკავკასიის პრობლემების გარშემო შექმნილი ჟენევის დისკუსიის ჩარჩოებში“ და ასევე მოსკოვსა და თბილისს შორის კარგა ხნის წინ ამოქმედებული (აბაშიძე-კარასინის პრაღის შეხვედრები) „არაოფიციალურ ორმხრივ არხის საშუალებით“. მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ პროცესი, რომელიც 3+3-ის ფორმატში დაიწყო „უფრო მეტად მნიშვნელოვანია“, რადგან ამ ფორმატში „მთელი რეგიონის განვითარების პერსპექტივა“ განიხილება.

ლავროვმა დასძინა, რომ ამ ფორმატთან მიერთება „არ დაავალდებულებს საქართველოს არაფერში, რაც მის პოლიტიკურ პოზიციებს შეეხება“.

„3+3“-ის ფართო თანამშრომლობის რეგიონალური ფორმატი პოლიტიკური თვალსაზრისით, მიუღებელია საქართველოსათვის, ამ ფორმატის ყველა სეგმენტში რუსეთის გამოკვეთილი როლის გამო.

2020 წლის 10 დეკემბერს, მთიან ყარაბაღში მიმდინარე სისხლისმღვრელი საომარი მოქმედებების დასრულების ერთი თვის თავზე, რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ. აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები.

რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის, რუსეთისა და ირანის ერთობლივი პლატფორმის შექმნას მხარს უჭერს რუსეთიც, რომელსაც საქართველოს გარდა ყველა ქვეყანასთან აქვს პარტნიორული ურთიერთობა.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რასაც მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით უპასუხა.

რადიო თავისუფლება