აქტუალური
უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი ჩავიდა

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინაში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამტკიცებული დახმარების პაკეტის რამდენიმე ნაწილიდან პირველი უკვე კიევშია“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას და ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ შტატებს სურს, გააძლიეროს უკრაინის თავდაცვისუნარიანობა რუსული აგრესიის ფონზე“.