პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.

მირჩა ჯოანასთან შეხვედრის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„ღირებული შეხვედრა გაიმართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან. გამოვხატეთ ჩვენი მადლიერება საქართველოს მშვიდობიანი მომავლის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვრჩებით ერთგული და სანდო პარტნიორები, რომელთაც განზრახული აქვთ, მიაღწიონ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, კეთილდღეობას საქართველოში და ფართოდ რეგიონში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.