სამართალი
media.ge-ს რედაქტორს ხელკეტებით სცემეს

cema_mediaროგორც media.ge-ს რედაქტორი დავით მჭედლიძე ჰყვება, 26 მაისის ღამეს ის ქაშუეთის ეკლესიასთან მედიის ჟილეტით შემოსილი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ამ დროს მასთან ერთ-ერთი პოლიციელი მივარდა და გინება დაუწყო – ნუ იღებო. მის გვერით მდგომმა სპეცრაზმელმა კი ზურგში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელკეტი და წიხლებიც უთავაზა.

დავით მჭედლიძე ფოტოობიექტივით იმ კადრების დაფიქსირებას ცდილობდა, როგორ აიძულებდნენ სპეცრაზმელები სხვა ჟურნალისტებს ფოტოკამერებიდან ჩიპების ამოღებას და მათთვის გადაცემას.