აქტუალური
ირაკლი კობახიძე: კომიკურია, რომ ითხოვენ რუსეთს ჩავუკეტოთ ფრენები, რუსეთს ჩვენთვის აქეთ აქვს ფრენები ჩაკეტილი

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. გლობალური სანქციები, რა თქმა უნდა, მძიმეა რუსეთისთვის, თუმცა საქართველოს სანქციები მინიმალური იქნება რუსეთისთვის, ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა. შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვა რაც გვაქვს, ეს რუსეთისთვის არაფერია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო სანქციების რუსეთს მტკივნეულ დარტყმას ვერ მიაყენებს.

„კომიკური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ არის მოთხოვა ჩავუკეტოთ რუსეთს ფრენები, ამ დროს კი რუსეთს აქეთ აქვს ჩვენთვის ფრენები ჩაკეტილი. ერთადერთი, რაც დაშვებულია, ეს არის ჰუმანიტარული და ტრანზიტული ფრენები, ისიც გარკვეული შეზღუდული ფორმით. იმდენად უმნიშვნელოა რუსეთისთვის ფრენების ჩაკეტვა, რომ აქეთ ჩაგვიკეტეს, ახლა კი გამოდიან და ამბობენ, ფრენები ჩავუკეტოთო. ეს ყველაფერი საქართველოსთვის არის მძიმე, თან იმის გათვალისწინებით, რომ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს იქ. ტრანზაქციები ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ძალიან ბევრი ოჯახისთვის. 600 მილიონი ლარის ექსპორტი ხორციელდება საქართველოდან რუსეთში. უმრავი დეტალია, რაც იმაზე მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან ბევრ - 100 ათასობით ოჯახს დააწვება კონკრეტულად პირდაპირ ჯიბეზე, რამე შესაძლო სანქცია, რაც შეიძლება ჩვენი მხრიდან დაწესდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.