აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი: ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, ზელენსკის და უკრაინის გვერდში

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ვიდეომიმართვა აჩვენეს, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეკრებილ მოქალაქეებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს.

როგორც მიმართვისას პრეზიდენტმა განაცხადა, დგას იქ, სადაც საქართველოა და გვერდით უდგას პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინას.

მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება და ჩვენი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ, იქ ვიქნებით და მინდა, აქედან გადავცე პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს წარმოადგენთ საქართველოს ღირსებას. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვისას.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის შვიდ ქალაქს, მათ შორის საქართველოს მიმართა.