პუბლიკაციები
ხატია დეკანოიძემ 2015 წელს უკრაინის პოლიციის უფროსის თანამდებობის დაკავებით დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა

     ხატია დეკანოიძემ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, მიხეილ სააკაშვილის ფანატიკურ მომხრემ, 2015 წელს უკრაინის პოლიციის უფროსის თანამდებობის დაკავებით დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს კანონის „მოქალაქეობის შესახებ“ მე-19 მუხლის („საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახეები“) „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით, ამავე კანონის 21-ე მუხლის („საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა“) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში.

ხატია დეკანოიძე 2015-2017 წლებში უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ისე მუშაობდა, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების არავითარი ნებართვა მიღებული არ ჰქონდა.

ვინაიდან ხატია დეკანოიძემ 2015 წელს დაიწყო უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა (საქართველოს კანონის „მოქალაქეობის შესახებ“ ტერმინოლოგიით, შევიდა „სხვა ქვეყნის... ...პოლიციის... ...სამსახურში“) ისე, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვა მიღებული არ ჰქონდა, შესაბამისად, ხატია დეკანოიძემ 2015 წელს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.

ჩვენ არ ვიცით, ფულის გამო რას გააკეთებს ხატია დეკანოიძე მომავალში. მაგრამ ჩვენ ვიცით, ფულის გამო რა გააკეთა ხატია დეკანოიძემ წარსულში. ფულის გამო 2015 წელს დაიწყო უკრაინის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, რის გამოც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. მაღალი ალბათობით, რაც წარსულში გააკეთა ფულის გამო, არ არის გამორიცხული, რომ, ფულის გამო, იგივეს გააკეთოს მომავალშიც.

აშკარაა, რომ ხატია დეკანოიძის მიერ ამ ბოლო დროს (და მანამდეც, - ყოველთვის) საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებების და განხორციელებული მოქმედებების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ,საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ხატია დეკანოიძის მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, ამის საშუალებას კი, ხატია დეკანოიძის განცხადებების და მოქმედებების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, იძლევა.

კახაბერ როდინაძე, ადვოკატი

2022 წლის 12 მარტი

საქართველო, ბათუმი