აქტუალური
მიხეილ სააკაშვილი: მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიბაძოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, გაემგზავროს უკრაინის დედაქალაქში

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდეს.

როგორც სააკაშვილის სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილი მზად არის, მისი ჩასვლის ლოჯისტიკა უზრუნველყოს.

მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიბაძოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, ვინც კიევში ჩავიდა. ჩაფრინდეს პოლონეთში და იქიდან გაემგზავროს უკრაინის დედაქალაქში. მე პირადად, მზად ვარ, უკრაინელებთან ერთად უზრუნველვყო მისი ჩასვლის ლოჯისტიკა”, - ნათქვამია სააკაშვილის გზავნილში.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს კიევში იწვევს.

მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარს, ჩამოდით აქ, კიევში“, - განაცხადა ზელენსკიმ.