პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი სახელმწიფოებრივი, ეროვნული პოლიტიკით ვახერხებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. ჩვენი მთავრობა, ჩვენი გონივრული და სახელმწიფოებრივი, ეროვნული პოლიტიკით ვახერხებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა, ეს ასე გაგრძელდება და მინდა ყველას მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ, კონსოლიდაციისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერი უნდა იყოს შეკრული, ერთიანი და ძლიერი, მტკიცედ უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მსახურება.

მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეს ჩვენს წინაშე ძალიან რთული გამოწვევები არსებობს, რეგიონში მოგეხსენებათ უპრეცედენტო მასშტაბის ომი მიმდინარეობს, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენი მთავრობა, ჩვენი გონივრული და სახელმწიფოებრივი, ეროვნული პოლიტიკით ვახერხებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა, ეს ასე გაგრძელდება და მინდა ყველას მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ და კონსოლიდაციისკენ. ჩვენი ერი უნდა იყოს შეკრული, ერთიანი და ძლიერი, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება,“- აღნიშნა პრემიერმა.