აქტუალური
თეა წულუკიანი: ხელისუფლება ვხელმძღვანელობთ სწორედ სამშობლოს ინტერესებით

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. მისასალმებელია გრიგოლ ვაშაძის განცხადება და იმედია, ეს არ არის დროებითი მოცემულობა, რადგან სამშობლო არის მუდმივი, ხელისუფლება კი, ვხელმძღვანელობთ სწორედ სამშობლოს ინტერესებით, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი დეპუტატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, რომ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება“.

ბატონი გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს ჩვენ ვისმენთ, როგორც ოპოზიციის ყველა წარმომადგენლისა და მით უმეტეს, ლიდერის განცხადებებს. რასაკვირველია, ეს განცხადებები მისასალმებელია. უბრალოდ, იმედი გვაქვს, რომ ეს არ არის დროებითი მოცემულობა, რადგან სამშობლო არ არის დროებითი და ის არის მუდმივი. შესაბამისად, ჩვენ, ყველანი – მთავრობა და ხელისუფლების სხვა შტოს წარმომადგენლები ვხელმძღვანელობთ სწორედ სამშობლოს ინტერესებიდან და ვატარებთ იმ ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს, პირველ რიგში ახალი თაობების; ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა, რაც, მინდა გითხრათ, რომ ყოველდღე არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ ამას ვახერხებთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.