რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსეთმა უკრაინაში მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს, რომელთა მნიშვნელობაც უახლოეს მომავალში გამოვლინდება

     ფული, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალაა, მაგრამ მხოლოდ - მაშინ, როცა ის ჭკვიანი ადამიანების ხელშია, რომლებმაც იციან, რომ ყოფიერების კანონები უფრო ძლიერია, - განაცხადა NEWS-FRONT GEORGIA-სთან ინტერვიუში საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა და გენერალურმა დირექტორმა, პოლიტოლოგმა, პუბლიცისტმა და ჟურნალისტმა არნო ხიდირბეგიშვილმა. ნებისმიერი ძალა, იქნება ეს იმპერია, რეჟიმი თუ ერი, რომელიც ფსონს ჩამოდის საკუთარ განსაკუთრებულობაზე და ჩაგრავს სხვებს, ადრე თუ გვიან, კრახს განიცდის.

კითხვა: ვინ მოიგებს ომს უკრაინაში?

- ომი დასასრულს უახლოვდება, რუსეთმა თავისი მიზნების უმეტეს ნაწილს მიაღწია, თანაც მინიმალაური დანაკარგებით - როგორც ფინანსური, ისე ცოცხალ ძალაში, ამას გარდა - საბრძოლო გაოცდილება მიიღო, ძველი იარაღი ჩამოწერა და ახალი - გამოსცადა:

- მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ კოლექტიურ დასავლეთს (აშშ-ს და მის სატელიტებს) ეშინია რუსეთთან ბრძოლის;

- უკრაინის დემილიტარიზაცია თითქმის 90%-ით განხორციელდა;

- უკრაინა იქნება ნეიტრალური ბლოკგარეშე ქვეყანა, ანუ - ნატოს გაფართოვება აღმოსავლეთით შეჩერებულია, უკრაინაში არ იქნება აშშ-სა და ნატოს შეიარაღება, ინსტრუქტორები, ბაზები, საჯარისო კონტინგენტები და წვრთნები;

- უკრაინა იქნება არაბირთვული სტატუსის მქონე ქვეყანა, ანუ - აიკრძალება ჩერნობილის დიდი საცავიდან ურანისა და ცეზიუმის გამოყენებით ბირთვული ბომბის შექმნის ყველას მცდელობა;

- უკრაინაში ბიოლოგიური იარაღი არ შეიქმნება - დაიხურება პენტაგონის 30 ბიოლოგიური ლაბორატორია;

- დონბასში მშვიდობა დაისადგურებს, ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციები („ATO“) დასრულდება, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უკრაინაში ინტეგრაციის საკითხი მომავალში მხოლოდ არჩევნების, რეფერენდუმის, დიპლომატიის, მოლაპარაკებების და სხვა პოლიტიკური მეთოდებით იქნება შესაძლებელი და არა სამხედრო გზით, რაც ისედაც იგულისხმებოდა მინსკის შეთანხმებებით;

- ყირიმი და სევასტოპოლი აღიარებული იქნება რუსეთის ტერიტორიებად;

- რუსეთი გახდა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი და შესაბამისად, გარკვეული გაგებით, ზედამხედველიც.

უკრაინას ძვირად დაუჯდა უკრაინული ნაციზმი, მის მოქალაქეებს მოუწევთ ქვეყნის აღდგენა, რადგან მათ ნაციზმი დაუშვეს საკუთარ სახლში, თავის დაშინების ნება დართეს 2013 წელს.

კითხვა: რა მიზნებს ვერ მიაღწია რუსეთმა სამხედრო ოპერაციის დროს?

- რუსეთმა შური იძია რუსების და რუსულენოვანი თანამემამულეების (ე.შ. „соотечественники Российской Федерации”) გენოციდის გამო, მაგრამ ასევე მაღალი ფასი გადაიხადა გამარჯვებაში, რადგან სსრკ-ში, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციაში, დაუშვეს სტალინის ხსოვნის შეურაცხყოფა, ჩამოართვეს დიდ სამამულო ომში დიად გამარჯვებას უზენაესი მთავარსარდლის სახელი, გაჰყვნენ ხრუშჩოვის გზას. დიადი გამარჯვების მნიშვნელობა, როგორც ფაშიზმზე გამარჯვება, საბჭოთა ხალხის გამარჯვება სტალინის მეთაურობით, დევალვაციას დაექვემდებარა. ამის შემხედვარე ნეონაცისტებმა უკრაინაში თავი ასწიეს - სულ ეს არის!

   რაც რუსეთმა ვერ მოახერხა, არის დენაციფიკაცია. სამწუხაროდ, რადგან ნაციზმის „თავი“ დღეს უკრაინაშია, ეს „თავი“ რომ მოიკვეთოს, საქართველოში და სხვა ქვეყნებში, სადაც ნაციზმის სენმა შეაღწია, „საცეცები“ ასევე დაიხოცებიან. ანტირუსული პროპაგანდა - დასავლეთში, უკრაინაში და საქართველოში - ზემოაღნიშნულ შედეგებს, რა თქმა უნდა, წარმოაჩენს, როგორც უკრაინელი ნაციონალისტების დიდ გამარჯვებას და რუსეთის დამარცხებას, რასაც საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაცია შეუძლია. საქართველოს ომის პარტია შეინარჩუნებს ძლიერ ზურგს ზელენსკის კიევის რეჟიმის სახით, რომელშიც ბევრი კადრია სააკაშვილის ქართული გუნდიდან.

   სინამდვილეში კი, ვიმეორებ: რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, რომლის მნიშვნელობაც უახლოეს მომავალში გახდება აშკარა. დაე, ახლა იფიქრონ, რომ შეძლეს რუსეთზე ზეწოლის მოხდენა! დასავლური პროპაგანდის მსხვერპლი - ობივატელი, რომელიც ამბობს, რომ რუსული არმია ადგილიდან ვერ იძროდა, რამაც მოსკოვს უარი ათქმევინა თავდაპირველ ზრახვებზე, გულუბრყვილოდ თვლის, რომ რუსეთი აპირებდა უკრაინაის უზარმაზარი ტერიტორიის ათვისება-მეურვეობას, ისევე როგორც მეურვეობდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ეს სასაცილოა, რადგან რუსეთმა ამასწინათ პატარა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც კი მიუთითა - აბა, დროა თვითუზრუნველყოფაზე გადასვლა, დოტაციებზე დასვენებისა და დამოუკიდებელი აფსუებისა და ალანების ეროვნული იდეალების შესახებ ბაიათების ხანა გავიდა, დადგა პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარი მომავლის შენების, პირველ რიგში - ქართველებთან საუბრის დრო!

კითხვა: გაუძლებს თუ არა რუსეთი დასავლეთის სანქციებს?

- ომის დასრულების შემდეგ, დასავლეთი გააუქმებს სანქციების უმეტეს ნაწილს, მაგრამ რუსეთმა შეიძლება არ შეცვალოს თავისი გადაწყვეტილებები, მაგალითად, განაგრძოს ენერგორესურსების საფასურის მოთხოვნა რუბლში. დადგება რუსეთის ჯერი, დააყენოს პირობების, რადგან რუსეთი „მატრიცაა“, დასავლეთი კი „გაჯეტები“. ყველა „ოფცია“, რომელიც დასავლეთმა რუსეთს წაართვა, რა თქმა უნდა, კომფორტია, მაგრამ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი „ორგანოები“. ნავთობი, გაზი, პური და იარაღი თავისი სიმდიდრის დასაცავად - რუსეთს ეს ყველაფერი უხვად აქვს, დასავლეთს კი არა. დასავლეთი დღეს იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის - ევროპის ხალხები მიტინგებზე გამოვლენ და მსოფლიო რევოლუციას მოაწყობენ, თუ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებს, ეს დღეების საკითხია. ევროპელები არ აპირებენ შიმშილს, გაყინვას და ფეხით სიარულს გიჟი უკრაინელების ნაცისტური ამბიციების გამო, რომლებიც სხეულებს სვასტიკიანი ტატუებით იხატავენ! ევროპელებმა გააცნობიერეს, რომ „გადააგდეს“ და არ სურთ დაიღუპონ ამერიკული კომპანიების ფინანსური ინტერესებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი თხევადი, ან ფიქლის გაზი ევროპას მიასაღონ. ფული, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ის ჭკვიანი ადამიანების ხელშია, რომლებმაც იციან, რომ ყოფიერების კანონები უფრო ძლიერია! მსოფლიო ერთიანი ორგანიზმია და რუსეთის მისგან გარიყვა ნიშნავს სხეულის ნაწილის მოკვეთას, სიკვდილისთვის განწირულ ხეიბრად გადაქცევას. შეუძლებელია რუსეთის იზოლირება მსოფლიოსგან, მხოლოდ დასავლეთის იზოლირებაა შესაძლებელი რუსეთისგან!

კითხვა: თუ ზელენსკის უკრაინული მთავრობა, რომელიც მხარს უჭერს სააკაშვილის ქართულ ოპოზიციას, არ შეიცვლება, ესე იგი ქართული ოპოზიცია გაძლიერდება. შეინარჩუნებს თუ არა ამ შემთხვევაში ძალაუფლების სადავეებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება?

- ნებისმიერი ძალა, იქნება ეს იმპერია, რეჟიმი თუ ერი, რომელიც ფსონს ჩამოდის თავის განსაკუთრებულობასა და სხვების ჩაგვრაზე, ადრე თუ გვიან, კრახს განიცდის. ეს არ გაითვალისწინეს გერმანელმა ფაშისტებმა, ეს არ ესმით უკრაინელ და ქართველ ნაცისტებს. მიზეზი გონებრივი და მორალური არასრულფასოვნებაა, რადგან გონებრივად სრულფასოვანი და ზნეობრივი ადამიანი ნაცისტი არ ხდება. უკრაინაში ყველაფერი ახლა იწყება... ხოლო საქართველოში ომის პარტიას - სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს - დღეს სურს გაიმეოროს აფხაზეთში ის, რაც გააკეთა 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში. დღეს მათ სურთ გამოიყენონ ხელსაყრელი მომენტი - ომი უკრაინაში (როგორც 2008 წელს - ოლიმპიადა პეკინის), რომელიც დასასრულს უახლოვდება, და თავს დაესხნენ აფხაზეთს, რითაც გახსნიან მეორე ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში. საქართველოს ამას ღიად მოუწოდებს კიევის ხელმძღვანელობა, რომელიც მოქმედებს ქართული ომის პარტიის „შპარგალკით“. ომის პარტიას წარმოადგენენ კიევში სააკაშვილის რეჟიმის მთავარი დამნაშავეები - ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი ხელმძღვანელები - ოქრუაშვილი, ბარამიძე, მერაბიშვილი, საყვარელიძე, ლორთქიფანიძე, კეზერაშვილი და სხვები. ხოლო სააკაშვილი, რომელიც ქართულ ციხეში პრივილეგირებულ რეჟიმშია, მუდმივად აგზავნის კიევში ომის პარტიის ლიდერებს, რომლებიც კოორდინაციას უწევენ თბილისისა და კიევის ერთობლივ მოქმედებებს - დეკანოსიძეს, ხერხეულიძეს, ხოშტარიას, სამადაშვილს, ქუთელიას, ცისკარიშვილს, ნაყოფიას, ვაშაძესა და სხვებს. ომის პარტიისა და კიევის ხელმძღვანელობის ერთობლივი მოღვაწეობის შედეგია უკრაინის ელჩის გაწვევა, რომელიც მონაწილეობს თბილისში ომის პარტიის ფლეშმობებში; ეს არის კიევის მხრიდან საქართველოს მთავრობის დადანაშაულება უზნეობაში, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და ანტირუსული სანქციების გამოცხადების თავიდან აცილების გამო საყვედურები; ეს არის საქართველოში მეორე ანტირუსული ფრონტის გახსნის მოწოდებები, რათა დაასუსტონ რუსეთი ორ ფრონტზე ომით; ეს არის შეურაცხყოფა რუსების, რუსულენოვანი ადამიანებისა და მათი, ვინც ბედავს რუსულად ლაპარაკს საზოგადოებრივ ადგილებში და სხვა პროვოკაციული ქმედებები. ამგვარად, საქართველოს ხელისუფლებას აიძულებენ უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიან აღდგენაზე, მას „რუსულ ოცნებად“ და „კრემლის მონებად“ ნათლავენ. სააკაშვილი კი განსასჯელის სკამის ტრიბუნად გამოყენებით პირდაპირ მოუწოდებს „პრორუსული“ ხელისუფლების დამხობისკენ! საწყენია, რადგან ამ დროს საქართველოს მთავრობა და უკიდურესად გაჭირვებული ქართველი ხალხი, გარდა იმისა, რომ უკრაინაში ასობით ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის, აკეთებს საქართველოში ჩამოსული უკრაინელებისთვის იმას, რაც არცერთ სხვა ქვეყანას არ გაუკეთებია! საკმარისია აღინიშნოს, რომ თბილისში, სადაც დიდი ხანია დაიკეტა რუსული სკოლები, ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში და ბოლო საბავშვო ბაღიც, რომელიც დამსახურებულად ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა, სასწრაფოდ გაიხსნა უკრაინული სექტორები სკოლებსა და უმაღლესებში, ასევე გამოიყო საბავშვო ბაღები.

კითხვა: გარდა უკრაინის ხელისუფლების მხარდაჭერისა, რა რესურსი აქვს, რადიკალურ ქართულ ოპოზიციას, რომელსაც თქვენ ომის პარტიას უწოდებთ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შიდა ომში?

- პირველ რიგში, ეს არის საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მხარდაჭერა, რომელიც მხარს უჭერს ომის პარტიას, რომელსაც ის "პოლიტიკური ოპოზიციის სპექტრს" უწოდებს და "ქართულ ოცნებას", საპარლამენტო უმრავლესობას მათთან გაერთიანებისკენ მოუწოდებს, „უკრაინისა და საქართველოს საერთო მტერზე“ - რუსეთზე ერთობლივად შეტევის მიზნით. როგორც „დასავლური დემოკრატიის სტანდარტებისთვის შეუსაბამოს“, აშშ-ის ელჩი ყოველ ჯერზე აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას, აშშ-ის სახელით გამოხატავს "აღშფოთებას" და "იმედგაცრუებას" პრემიერ ღარიბაშვილის ნებისმიერი გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიმართული ეროვნულ ინტერესებისკენ და არ არის მიმართული რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ! როგორც კი ძლივს შესამჩნევი პოზიტიური ტენდენცია გამოჩნდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით, აშშ-ს საელჩო ბლოკავს მას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას - აქაოდა, უკეთესი იქნება, მოსთხოვოს რუსეთს 2008 წლის შეთანხმების შესრულება!

თითქოსდა განგებ, სწორედ ამ მომენტში გაისმის მოსკოვის ხელმძღვანელობის წამახალისებელი რეპლიკებისაქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ფხიზელ პოლიტიკასთან დაკავშირებით“, რაც ტოვებს ამერიკის ელჩის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადების შთაბეჭდილებას, რომელსაც მყისიერად აიტაცებს ომის პარტია, როგორც კრემლის ინტერესების გამტარებელი ქართული ოცნების“ პრორუსული მთავრობის საუკეთესო დასტურს“! მსგავსი ოპტიმისტური განცხადებების ავტორები საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას იღებენ არა ანალიტიკური წყაროებიდან, არამედ საქართველოში მათ მიერ შექმნილი ორგანიზაციების მითიურიექსპერტებისპირიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მუდმივი დაფინანსებით, რაც არავითარ შემთხვევაში არ სძენს პოზიტივს და კვებავს ყველანაირ ინსინუაციას. უკრაინის ომმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში არ არსებობსრუსული სამყარო („русский мир“), არ არიან რუსეთის ფედერაციის თანამემამულეები („российские соотечественники“) და რუსულირბილი ძალის („мягкая сила“) განსახორციელებლად შექმნილმა თუ არსებულმა სტრუქტურებმა ვერ გაართვეს თავი დასახულ ამოცანას. საქართველოში მხოლოდ ქართველი ხალხია, რომლის სამ მეოთხედს სურს რუსეთთან და რუსებთან მეგობრობა, მაგრამ მოსკოვს არ აქვს არანაირი კონტაქტი ქართველი ხალხის ამ უმრავლესობის წარმომადგენელ ადამიანებთან. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ საქართველოს აშშ-სთან, ნატოსთან და ევროკავშირთან დასაახლოებელი სამუშაოს 90% შეასრულა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

   ამერიკელი ელჩის ხელში მორჩილი იარაღია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება პრემიერს, მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, აკრიტიკებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მმართველ პარტიას საჯარო გამოსვლებსა და დასავლურ მედიასთან ინტერვიუებში, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი გაჭირვებითა და უზარმაზარი რესურსის გამოყენებით, ლამის “კბილებით“ გაიყვანეს სალომე პრეზიდენტად, ისისც - მეორე ტურში! ტექნიკური შემსრულებლის დონის ფრანგი ჩინოვნიკი და მენშევიკების ქართული ემიგრაციის შთამომავალი, იგი თავის ისტორიულ სამშობლოში უკვე სოლიდურ ასაკში აღმოჩნდა პრეზიდენტი სააკაშვილის ახირების წყალობით. მართლმადიდებლობის მტერი, რომელიც თავს „უმაღლეს კასტას“ აკუთვნებს, ქართველ ხალხს კი ბრბოს, ცუდად განათლებული, სახელმწიფო ენის - ქართულის არმცოდნე, ის დაკავებულია ძირგამომთრელი ატისახელმწიფოებრივი საბოტაჟითა და მავნებლობით, ახორციელებს თვითნებურ ვიზიტებს ევროპაში, კერძოდ, მის მშობლიურ საფრანგეთში, ეწევა ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროპული ორგანიზაციების ლიდერების აგიტაციას საქართველოს „პრორუსული“ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც. ვითომ და, „უწინდებურად რუსი ოლიგარქის - მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის კონტროლის ქვეშაა“! პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, მხარი დაუჭირა სქიზმატულ ე.შ. „ახალ უკრაინულ ეკლესიას“ და სტამბოლის ფსევდოტომოსს მისი „ავტოკეფალიის“ შესახებ. რუსეთმა დაკარგა მორალური უფლება, იყოს ერთმორწმუნე სხვა ნებისმიერი მართლმადიდებელი ეკლესიის!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს დიპლომატიაზე და ჩვეულებრივ ეთიკაზე და გაბედა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკა! შეგახსენებთ, რომ უწინ ზურაბიშვილის მიერ რუსეთისა და მისი პრეზიდენტის, როგორც „საქართველოს ნომერ პირველი მტრის“ საჯაროდ შეურაცხყოფამ გამოიწვია პრეზიდენტი პუტინის ბრძანებულება, შეწყდეს პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან, რამაც ხაზინას მილიარდობით ლარის ზიანი მიაყენა! ახლა ზურაბიშვილმა, ისარგებლა მომენტით - კათოლიკოს-პატრიარქის ფიზიკური სისუსტით ღრმად პატივსაცემ ასაკში - და გადაწყვიტა შეეტია საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ ერთადერთ დაუნგრეველ ხიდს - მართლმადიდებელ ეკლესიას! არანაკლებ სახიფათო ის არის, რომ ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, არის საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ამიტომ, თუ მას დაუყოვნებლივ არ გამოუცხადებენ იმპიჩმენტს, ან არ დაიყოლიებენ, გადადგეს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, შლეგმა სალომე ზურაბიშვილმა, მეტსახელად " САЛОМЕнная шляпа"-მ შეიძლება რუსეთს ომი გამოუცხადოს!

2022 წლის 29 მარტი