აქტუალური
საუდის არაბეთის ეკონომიკის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრს, ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკურ ურთიერთობებზე, აგრეთვე უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე საქართველოსა და საუდის არაბეთის თანამშრომლობის ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის შექმნის შესაძლებლობაც განიხილეს.