აქტუალური
"პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვშია და შეხვედრებს მართავს

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. უკრაინაში ომის ფონზე "პატრიოტთა ალიანსი" მოსკოვში შეხვედრებს მართავს. ინფორმაცია "მითების დეტექტორმა" რუსეთის ფედერალურ საბჭოზე დაყრდნობით გაავრცელა.

"პატრიოტთა ალიანსი" ვიზიტს "რუსეთის ჯავახკური დიასპორის" პრეზიდენტ აგასი არაბიანთან ერთად მართავენ.

ფედერალური საბჭო წერს, რომ "პატრიოტთა ალიანსს" ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვი შეხვდა.

"ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების მომხრეა", - თქვა ჯაბაროვმა საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცნობით.

მათივე განცხადებით, დავით თარხან-მოურავმა საბჭოს "პატრიოტთა ალიანსის" საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ისინი ერთგულები არიან ქვეყნის ნეიტრალიტეტის.

საბჭო ამბობს, რომ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა დიალოგის გაგრძელება.

აგასი არაბიანმა რუსეთში "პატრიოტთა ალიანსის" ვიზიტის შესახებ Twitter-ზე 5 აპრილს გამოაქვეყნა.

საქინფორმი