სამართალი
სამართალდამცველებმა ნათელაშვილის ბიძაშვილი დააკავეს

dakavebuli8როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სპეცრაზმის წარმომადგენლებმა პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილის ბიძაშვილი თამაზ ნათელაშვილი სოფელ ნატახტარში საკუთარი სახლიდან დღეს, დილის 08.00 საათზე, გაიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

პარტიაში ვარაუდობენ, რომ თამაზ ნათელაშვილს ბრალად გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობას დასდებენ.

„იმედია, ახლა მაინც მიხვდება სააკაშვილით აღფრთოვანებული დემოკრატიული მსოფლიო თავისი მეგობრის სულიერ ფორმულას“, – ნათქვამია განცხადებაში.