აქტუალური
ბექა დავითულიანი: უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება და არც შეეკითხება, საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება, საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს შეეკითხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, სადაც პოდოლიაკი ამბობს: ქართველი ხალხი თუ ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა, დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია“.

ბექა დავითულიანის თქმით, მართალია, უკრაინა ომის მდგომარეობაშია და იქ ემოციების შეკავება უჭირთ, მაგრამ რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში არ ჩაუშვა და დაადანაშაულა რუსეთთან კოლაბორაციაში. უნგრეთზე, რომელიც ნატო-და ევროკავშირის წევრია, ამბობს, რომ პუტინის აგენტურაა. მესმის, რომ ეს ქვეყანა ომშია, იქ ემოციების შეკავება უჭირთ და ყველა მხრიდან ფრონტის გახსნა სჭირდებათ, მაგრამ ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ და უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება, საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს შეეკითხება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.