პუბლიკაციები
„გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. „გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე, 00:00 საათიდან სპეციალური „დუდლი“ გაჩნდა საქართველოს დროშის გამოსახულებით.

საძიებო სისტემაში მითითებულია, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. „დუდლს“ მომხმარებელი საძიებო სისტემის შესაბამის გვერდზე გადაჰყავს, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ინფორმაციაა განთავსებული.