აქტუალური
„Thomson Reuters“: „საქართველო რუსეთის მსო-ში გაწევრებას არ დაბლოკავს“

wto_shexvedraამის შესახებ სააგენტო „Thomson Reuters“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა უკვე დაიწყო შესაბამისი დოკუმენტების მომზადება იმ მიზნით, რომ რუსეთს ორგანიზაციაში მიღების შესახებ ოფიციალურად ეცნობოს.

როგორც „Thomson Reuters“ იუწყება, ყველა ფორმალური საკითხის მოგვარება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქინფორმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განუმარტეს, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე უწყება კომენტარს არ აკეთებს. სავარაუდოდ, ეს თემა 6 ივნისს, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გაიჟღერებს.