რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მფარველის დღე მიულოცა

 საქართველო, 30 მაისი. საქინფორმი. სრულიად საქართველოს უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს მისი ზეციური მფარველის. მოციქულთასწორის და სლავთა განმანათლებლის, წმინდა კირილეს ხსენების დღეს მიულოცა.

მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქს კირილეს

თქვენო უწმინდესობავ!

მიიღეთ ჩვენი გულითადი მოლოცვა თქვენი მფარველი წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით.

წმინდა მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს ლოცვებით ღმერთმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს პირველმღვდელთმთავრულ მსახურებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
24.05.2022