რელიგია
რუსეთისა და საქართველოს პატრიარქებმა რუსები და ქართველები დალოცეს

ilia_ii_smallმოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის გზავნილში მეხუთე რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალის – „სიზმრები საქართველოზე“ – მონაწილეთათვის ნათქვამია, რომ ქართველებსა და რუსებს სულიერი ძმობის მჭიდრო ჯაჭვი აკავშირებს და მას განსაცდელი ვერაფერს დააკლებს, რადგან არ არსებობს უფრო მყარი საფუძველი მეგობრობისათვის, ვიდრე საერთო ლოცვა და ჭეშმარიტი მშვენიერებისადმი სიყვარულია.

ფესტივალის მონაწილეებისადმი მიმართვა გაგზავნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემაც. მიმართვაში ნათქვამია, რომ უფალს ვევედრებით ჩვენს სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი და კეთილი ურთიერთობების აღდგენას.kiril_01