უცხოეთი
პუტინის მთავარი გზავნილები ეკონომიკურ ფორუმზე ამ დროისათვის

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოდის.

აღსანიშნავია, რომ მისი გამოსვლა დაგეგმილზე გვიან დაიწყო — როგორც პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განმარტა, ფორუმის სისტემებზე DDoS შეტევების გამო.

ამ დროისათვის რუსეთის ლიდერის მთავარი განცხადებები ასე გამოიყურება:

• დასავლელმა პარტნიორებმა შეგნებულად გამოუთხარეს ძირი საერთაშორისო სისტემას თავიანთი გეოპოლიტიკური ილუზიების სახელით;

• დასავლელი კოლეგები ცდილობენ დაუპირისპირდნენ ისტორიის მსვლელობას, აზროვნებენ გასული საუკუნის კატეგორიებით;

• ამჟამინდელი ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს რთულ დროს, როდესაც საბაზისო ეკონომიკური პრინციპებიც კი დარტყმის ქვეშაა;

• საფუძვლიანადაა შერყეული საქმიანი რეპუტაცია და ნდობა ვალუტების მიმართ, ეს მიზანმიმართულად გაკეთდა;

• შაბლონები პოლიტიკასა და ეკონომიკაში არ მუშაობს, თუმცა დასავლური ქვეყნები ცდილობენ მათ დაწესებას;

• შეერთებულმა შტატებმა, ცნო რა თავი ცივ ომში გამარჯვებულად, თავისი ინტერესები წმინდად გამოაცხადა;

• ახლა თამაში ერთ კარში მიდის, ამ პირობებში სამყარო არასტაბილურია;

• ეკონომიკასა და საერთაშორისო პოლიტიკაში ამჟამინდელი ცვლილებები ტექტონიკური და რევოლუციურია;

• დასავლეთის მმართველი ელიტა ილუზიებშია და არ სურთ ცვლილებების შემჩნევა;

• „ოქროს მილიარდის“ ქვეყნები კვლავაც თავიანთ კოლონიებად მიიჩნევენ ყველა დანარჩენს;

• დასავლეთი უბოდიშოდ ავრცელებს თავის ეთიკასა და კულტურას, გამოიყენება ყველაფერი, მათ შორის სპორტიც;

• რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გიჟური და დაუფიქრებელია, მათი მიზანია რუსეთის ეკონომიკის თავხედური შეტევით ჩახშობა, მაგრამ ეს არ გამოვიდა;

• რუსეთის ეკონომიკასთან დაკავშირებით გაზაფხულის დასაწყისში გაჟღერებული პირქუში პროგნოზები არ გამართლდა;

• შელოცვები დოლარზე 200 რუბლად და სხვა დასავლური პროგნოზები — ეს საინფორმაციო ბრძოლის ნაწილია;

• ევროპული ქვეყნების ლიდერები არაფორმალურ საუბარში განიხილავენ სანქციებს და აცხადებენ, რომ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი „უხერხული ქვეყნის“ წინააღმდეგ, მათ შორის ევროკავშირის წევრებისა...

sputnik-georgia.com