რედაქტორისგან
აშშ-ის ელჩი საქართველოში მალე შვეიცარიული ბანკის “Credit Suisse” აღმასრულებელი დირექტორის ბედს გაიზიარებს - არნო ხიდირბეგიშვილი

   შვეიცარიული ბანკის „Credit Suisse” აღმასრულებელი დირექტორი თომას გოტშტაინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი წყალობით ბანკმა 1 მილიარდ 593 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (1 მილიარდ 660 მილიონი აშშ დოლარი) დაკარგა, გარეული იყო საეჭვო, საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ გარიგებებში და ასევე, მრავალრიცხოვანი სასამართლო დავები მოუტანა ბანკს. გადამწყვეტი როლი მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის რეკეტმა ითამაშა, რომელსაც წვდომა დაუბლოკეს მისივე კუთვნილ ასობით მილიონ დოლართან, მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა მილიარდერმა და ბიზნესმენმა ბანკის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო. უდავოა, რომ თომას გოტშტაინს უახლოეს მომავალში დააპატიმრებენ.

   შვეიცარიული ბანკის „Credit Suisse” აღმასრულებელი დირექტორის ბედს მალე აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გაიზიარებს. ვაშინგტონი მას გაიწვევს მრავალი მიზეზის გამო:

1 - დეგნანმა საქართველოში აშშ- პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინა, რადგან ღიად უწყობდა ხელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას „ფერადი რევოლუციის”, ანუ სახელმწიფო გადატრიალების, ან "ხავერდოვანი"გზით; სააკაშვილის ექს-მმართველი პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნებას - ძალაუფლების გადაცემას „ქართული ოცნებისგან“ დროებითი „ტექნიკური მთავრობისთვის“, რომელიც ვადამდელ არჩევნებს მოამზადებდა;

2 - დეგნანმა ქართველ ხალხში ანტიამერიკანიზმის უზარმაზარი ტალღა ააგორა, რადგან მხარი დაუჭირა საქართველოში უკიდურესად დაბალი რეიტინგის მქონე რადიკალურ ოპოზიციას, სათავეში დამნაშავე ორგანიზაციით - სააკაშვილის ექს-მმართველი პარტიით, რომლის რეგისტრაციაც, როგორც ნეონაცისტური იდეოლოგიის მატარებელისა, მალე გაუქმდება. ქართველ ხალხს არ სურს თავის სამშობლოში აშშ-ის ელჩად ქალბატონი დეგნანის ყოლა, რადგან არასოდეს აპატიებს მას მეცენატი ბიძინა ივანიშვილის უსამართლო პრესინგს, რომელმაც საქართველოში 3 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაზე დახარჯა;

3 - დეგნანმა განიზრახა"ქართული ოცნების" მოქმედი ხელისუფლების დამხობა - ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული მმართველი პარტიისა, ერთადერთისა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის მმართველობისას საქართველო არ ეომებოდა რუსეთსა და თავის მოქალაქეებს - აფხაზებსა და ოსებს. დეგნანს სხვა გზა არ აქვს - ან ის, ან „ქართული ოცნება”, რომელმაც გაასაჯაროვა სკანდალური, ნებისმიერი დიპლომატისთვის მომაკვდინებელი მრავალი ფაქტი - მის მიერ ზეწოლის დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებაზე, რომლის მთავრობისგან იგი საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ითხოვდა; ზეწოლის ქართულ სასამართლოზე და მყდმივი უხეში ჩარევის საქართველოს საშინაო საქმეებსა და საგარეო პოლიტიკაში;

4 - დეგნანს სურს ბიძინა ივანიშვილის აქტივების ექსპროპრიაცია - ერთადერთის, ვინც თავისი ავტორიტეტით, თანამოაზრეებთან - ღარიბაშვილთან, კობახიძესა და კალაძესთან ერთად - ზღუდავს მის აბსოლუტურ ძალაუფლებას საქართველოში; სურს აიძულოს ივანიშვილი, დატოვოს საქართველო ღარიბმა, რათა საბოლოოდ მოახდინოს მისი იზოლირება ქართული პოლიტიკიდან და დააბრუნოს ციხიდან ხელისუფლებაში უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი, რომელიც მაშინვე დაიწყებს საბრძოლო მოქმედებებს რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რათა რუსეთის ძალების ნაწილი საქართველოსკენ გადაასროლინოს და ამით ზელენსკი-არახამია-არესტოვიჩის კიევის ბანდას დაეხმაროს;

5 - დეგნანმა ვერ მიაღწიაქართული ოცნებისხელისუფლების ხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ნაციონალური სანქციების დაწესება - რუსეთის მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული სავიზო რეჟიმის გამოცხადებას, რათა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტმა მილიონობით რუსი ტურისტისგან მიღებული შემოსავალი დაკარგოს; საქართველოს დეფოლტამდე გაკოტრებას მდგომარეობამდე რუსეთ-საქართველოს შორის ექსპორტ-იმპორტის დაბლოკვით; შიმშილისა და სიღარიბის გამოწვევას საქართველოში რუსული პურის, ფულადი გზავნილებისა და ენერგომატარებლების გარეშე, რათა განრისხებული ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს და ხელისუფლება დაამხობინოს.

არნო ხიდიბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 2 აგვისტო
საქართველო, თბილისი