უცხოეთი
გაერო-ს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან უკრაინა 10,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. გაერო-ს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან უკრაინა 10,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ მონაცემებს ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.

ოფისის სტატისტიკაში მოცემულია იმ უკრაინელთა რაოდენობა, რომლებმაც ერთხელ მაინც გადაკვეთეს ქვეყნის საზღვარი. ამასთან, გაერო-ს მონაცემებით, დაახლოებით 4,4 მილიონმა ადამიანმა უკრაინის საზღვარი საპირისპირო მიმართულებიდან გადაკვეთეს, ანუ სამშობლოში დაბრუნდნენ.

უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობა, დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი პოლონეთში გადავიდა, მეორე ადგილზეა გერმანია 900 ათასი ლტოლვილით, ხოლო მესამეზე ჩეხეთი, 400 ათასი ლტოლვილით.

გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის საზღვარი დაახლოებით 1,9 მილიონმა უკრაინელმა გადაკვეთა.

1tv.ge