უცხოეთი
„დოიჩე ველე“ - ლატვიას ისევ მიეწოდება გაზი რუსეთიდან

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. ლატვიას ისევ მიეწოდება გაზი რუსეთიდან, – ამის შესახებ გერმანული სააგენტო „დოიჩე ველე“ წერს. სააგენტოს ცნობით, ამას მოწმობს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების და შენახვის ლატვიური ოპერატორის, Conexus Baltic Grid-ის მონაცემები.

როგორც გამოცემა წერს, რუსული გაზი ლატვიაში ესტონეთის სადგურ Luhamaa-ს გავლით მიედინება.

ლატვიამ უარი თქვა რუსული გაზის მიწოდებაზე აპრილის დასაწყისში მას შემდეგ, რაც უარი თქვა, შეესრულებინა მოსკოვის მოთხოვნები გაზის საფასურის რუსული რუბლით გადახდის თაობაზე.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ივნისში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ლატვიურმა ოპერატორმა Latvijas gāze-მ განაახლა შესყიდვები. Latvijas gāze-ში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნედლეულის შეძენა პირდაპირ „გაზპრომიდან“ არ ხდება და ტრანზაქციები ევროში ხორციელდება.

1tv.ge