რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: უკრაინაში მოსკოვმა არ უნდა გაიმეოროს 2008 წლის აგვისტოს შეცდომა!

   ქართველი ხალხი დღეს თავისი ინდიფირენტულობისა და დაქსაქსულობის მწარე ნაყოფს იმკის. იმის ნაცვლად, რომ გამოეყენებინა უნიკალური შესაძლებლობა სსრკ-ის ლიკვიდაციის შემდეგ, გასული საუკუნის 90-იან წლებში, რუსეთში თავისი დამსახურებებით ცნობილი ქართველების პოტენციალი ახალი ხიდების გასადებად თბილისსა და მოსკოვს შორის, ქართველი ამომრჩეველი ხმას აძლევდა გამყიდველ და თვალთმაქც ადგილობრივ ქართულ ელიტას. გაბღენძილი ქართველი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, ძირითადად შემოქმედებითი ინტელიგენციიდან, არწმუნებდნენ ქართველებს, რომ მათი ხსნა დასავლეთში იყო! დღევანდელივით, დივერსიული ტელეკომპანიებისა და არასამთავრობო სექტორის არარსებობის პირობებში, მაშინ მათი ხმები მიტინგებზე საქართველოში სწორედ რომ დასავლური პროპაგანდა იყო! დღეს კი, როცა ევროპელები და ამერიკელები ღია შენიშვნებსა და მუქარაზე გადავიდნენ, ამ ჩვენმა კახპაცნობადმა სახეებმა“ დაიწყეს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკა, თითქოსდა საქმე სწორედ მათში იყოს! მათი ორპირობა გასაკვირი როდია - მათ მოკლეს პრეზიდენტი გამსახურდია, რომელიც არანაირად არ ჯდებოდა დასავლურ სცენარში და დღეს კი ზვიადის სახელით ცინიკურად და უსირცხვილოდ სპეკულირებენ!

   გუშინ, თბილისის ცენტრში, საკუთარი სახლის ჭიშკარი რომ გავაღე, მანქანით ვერ გამოვედი - გზა უზარმაზარმა მინივენმა გადამიკეტა, რომელსაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, შვეიცარიის მოქალაქე მართავდა. პარკირების შემდეგ ის თავხედურად გაემართა მეზობელი სახლისკენ, მიუხედავად ჩემი პროტესტისა სხვადასხვა ენაზე! ხოლო რა ხდება მეზობელ სახლში, უფრო ზუსტად - ერთსა და იმავე ტერიტორიაზე და მისამართზე კანონის დარღვევით, ნებართვის გარეშე, აშენებულ რამდენიმე შენობა-ნაგებობაში, ქუჩაზე არავინ იცის - უცხოელების საროსკიპოა, სექტა მოქმედებს, თუ ბავშვებით ვაჭრობა ან პორნოინდუსტრია ყვავის! მაგრამ განა ქართული პოლიცია, ადგილობრივი თუ ფინანსური ორგანოების წარმომადგენლები იქ შესვლას და შემოწმებას გაბედავენ, სადაც ევროპელები არიან?! დასავლელი ტურისტები საქართველოში ისევე თავხედურად იქცევიან, როგორც მათი ელჩები, ამას აღშფოთებული მოსახლეობა ხედავს! მაგრამ განა დღეს შვეიცარია, მისი უმსხვილესი ბანკი არ გადაიქცა ელემენტარულ რეკეტიორად, რომელმაც ბიძინა ივანიშვილნახევარ მილიონ დოლარზე მეტი მიითვისა?! ზუსტად ისევე, როგორც თბილისური ბანდფორმირებები, რომლებმაც პირველი პრეზიდენტი საქართველოდან გააძევეს და მერე მთელი ქვეყნის მოსახლეობას რეკეტი მოაწყეს?! მაშ რა განსხვავებაა იმ 90-იანი წლების თბილისელ ბანდიტებსა და ნანატრ ევროპას შორის?! მეტსაც გეტყვით - “მხედრიონის” და სხვა ცნობილი დაჯგუფების ნაძირლები ევროპელებზე და ამერიკელებზე ბევრად უკეთესები იყვნენ, რადგან მხოლოდ ფული წაგვართვეს და არა სული!

   სხვა მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო ორ მილიონზე მეტმა ქართველმა და არაქართველმა დატოვა, მიუხედავად ქართველი ერის კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობისა, დასავლეთი გეგმაზომიერად ანადგურებს ჩვენს მოსახლეობას. გარდა იმისა, რომ ბოლო თვეებში, პრეზიდენტ ბაიდენის მიგრანტებისადმი ლოიალური პოლიტიკის წყალობით, საქართველოდან აშშ-ში მოქალაქეების დიდი ტალღა ემიგრაციაში წავიდა - ლეგალურად და არალეგალურად, მექსიკის გავლით, ჯანმრთელ ქართველ ახალგაზრდებმინიმუმ სამი წლით ციხეში სვამენ, რის შედეგადაც მათი ოჯახები ინგრევა, განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას, რადგან მარჩენალი დაკარგეს! დასავლეთის სასტიკი მითითებაა საქართველოს სასამართლოებისა და სამართალდამცველ სტრუქტურებს - განსაკუთრებული სიმკაცრით დასაჯონ ოჯახურ ძალადობაში” მხილებული ქმრები, დაიცვან „გენდერულთანასწორობა” - ზემმიწევნით სრულდება! ტყუილად როდი ამ თემებზე სოროსის ფონდი და არასამთავრობო ორგანიზაციები ატარებდნენ ტრენინგებს მილიონობით გრანტებით დასპონსირებულს ამდენი წლის განმავლობაში?! დღეს ამ გველის ნათესმა ნაყოფი გამოიღო - საქართველოში იუვენალური იუსტიცია მოქმედებს, ცოლიები ქმრებს ციხეში აგდებენ ნებისმიერი მიზეზით და უმიზეზოდ! გასულ კვირას გათბობის სისტემების, სანტექნიკისა და ელექტრო კომუნიკაციების შესანიშნავი სპეციალისტი, უბრალო ქართველი ბიჭი, სახელად კახა, ციხეში აღმოჩნდა, რადგან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფს ცოლთან უთანხმოება მოუვიდა და ხმაურით შეწუხებულმა კორპუსის მეზობლებმა პატრული გამოიძახეს. ახლა ორი შვილის უბედურმა დედამ, რომელსაც არავითარი პრეტენზია არ აქვს, ისედაც კრედიტით ნაყიდი ბინა უნდა დააგირაოს, რათა ადვოკატი აიყვანოს და სასჯელის ვადა რაც შეიძლება მეტად შეუმციროს. და საუკეთესო შემთხვევაშიც კი - თუ საპროცესო შეთანხმება შედგა - მათ დამატებით დიდი თანხის გადახდა მოუწევთ! და ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია, განსაკუთრებით ეს ტენდენცია გაძლიერდა ბოლო ნახევარ წელიწადში ევროკავშირის მოთხოვნით - ვითომდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიზნით. რამდენი ტრაგედია, რამდენი ბავშვის ცრემლი, რამდენი გაჭირვება - და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ასე სურთ ევროპელებს, რომლებსაც ქალისა და მამაკაცის გარდა ბევრი სქესი აქვთ, სადაც ბავშვები ციხეში ყრიან მშობლებს, რომლებიც არა მამა და დედა, არამედ №1 და №2 მშობლები არიან და სადაც ერთსქესიანთა ქორწინებებს არეგისტრირებენ!

   მაგრამ რა უნდა მოსთხოვო დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელობას, რომელთა სინდისზე ამ ბოლო თვეებში ათიათასობით სიკვდილი და დანგრეული უკრაინაა?! ისინი რომ არ დახმარებოდნენ იარაღით კიევის რეჟიმის შეშლილ ნაცისტებს, ეს ომი დიდი ხნის წინ დასრულებოდა! გუშინ ჩვენი კოლეგა დარია დუგინა ტერორისტ უკრნაცისტების ხელით დაიღუპა, ხვალ ისინი უფრო დაზუსტებით ესვრიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურ და რადიაციით დახოცავენ მრავალი ქვეყნის მოსახლეობას, მათ შორის საქართველოსაც! კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ მოსკოვმა უკრაინაში არ გაიმეოროს 2008 წლის აგვისტოს შეცდომა საქართველოში?! მაშინ რუსეთს რომ სპეცოპერაცია ჩაეტარებინა სააკაშვილისა და მისი თბილისდან არგაქცეული მცირერიცხოვანი გუნდის დასაკავებლად, დღეს საქართველო იქნებოდა აყვავებული სახელმწიფო, სააკაშვილი არ გაიქცეოდა უკრაინაში, არ მოხდებოდა მის მიერ ორგანიზებული ევრომაიდანი და ომი დონბასში, რაც იმას ნიშნავს, რომ არც დღევანდელი ომი იქნებოდა! მაშ, ხომ არ ჯობია დღეს საბრძოლო მოქმედებების ნაცვლად, რომლის დასასრულსაც ზღვარი არ ჩანს (დასავლეთს ხომ კიდევ ბევრი იარაღი აქვს!), ჩატარდეს სპეცოპერაცია ზელენსკისდა მთელი კიევის ხუნტის დასაკავებლად?! განა ეს უფრო ჰუმანური არ იქნება, ვიდრე ათიათასობით ჯარისკაცისა და ათასოვით ბავშვის სიკვდილი?! თუ სპეცოპერაცია არ გამოვა - დაე, ზეზუსტი იარაღი გამოიყენონ კიევის ხელმძღვანელობის გასანადგურებლად! განა რუსეთს "შეკრული ხელით" ბრძოლა არ კმარა?! ნუთუ გაუგებარია, რომ ჩვენს წინაშე მტერია, როგორც სირიაში, და ბევრად უარესი, ვიდრე ISIS-ი, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები ხდლურად იმალებიან მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგსუკან?! და ბევრად უარესი ვიდრე გერმანელი ფაშისტები, რომლებიც სეთივე ნაცისტები იყვნენ, როგორც უკრაინელები, მაგრამ არა გიჟი ნარკომანი პედერასტები, როგორც ზელენსკი, არესტოვიჩი და სხვები!

   დასასრულ, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ტერორისტული აქტია, რათა იქ რუსი ტურისტები არ ჩავიდნენ. ადგილობრივი ძალებით ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება, ნადგურდება უნიკალური წიწვოვანი ტყე - საქართველოს ეროვნული სიმდიდრე, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა დაივიწყოს ამბიციები და დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს. საქართველო არ უნდა გახდეს ბუნებისა და მოსახლეობისგან დაცლილი იდეალური ტერიტოტია ნატოსა და აშშ-ს სამხედრო ბაზებისთვის!

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 21 აგვისტო
საქართველო, თბილისი