პუბლიკაციები
კახა კალაძე: ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინას ჰქონდა, აქვს და ექნება ჩვენი თანადგომა

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინას ჰქონდა, აქვს და ექნება ჩვენი თანადგომა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ბრიუსელში ვიზიტზე ისაუბრა.

როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, ამ ტიპის ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ვიზიტები. იცით, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ. უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინას ჰქონდა აქვს და ექნება ჩვენი თანადგომა. მინდა ვუსურვო მშვიდობა და გამარჯვება", -აღნიშნავს კალაძე.