აქტუალური
დავით ზილფიმიანმა პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა, – ამის შესახებ ზილფიმიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით.

ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს“, – წერს ზილფიმიანი სოციალურ ქსელში.